22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. მისი მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების გაერთიანება ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
ამ დღეს ყოველწლიურად ყურადღება მახვილდება მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევებზე. 2024 წელს დედამიწის დღის თემაა „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ პლასტმასის გამოყენება უნდა შევამციროთ.
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიამ დედამიწის დღე რამდენიმე აქტივობით აღნიშნა.
„დედამიწის დღეს, რომელიც 1970 წლიდან აღინიშნება, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით ხარაგაულის გიმნაზია შეუერთდა. დილიდან გიმნაზიის ყველა მოსწავლე, პედაგოგი და თანამშრომელი დაგეგმილ ღონისძიებებში ჩავერთეთ, – ამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), – მოსწავლეებმა მოიტანეს ხეებისა და ყვავილების ნერგები, რომლებიც გიმნაზიის ეზოში დავრგეთ;
შექმნეს თემატური ნახატები და პოსტერები. ბოლოს კი უფროსკლასელებმა „დევების სკვერის“ მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას სანაპირო დაასუფთავეს. დედამიწის მოფრთხილება და მოვლა ჩვენი ვალდებულებაა. ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანმა იზრუნოს გარემოს დაცვაზე“.
„XXI საუკუნეში დედამიწა უამრავი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დადგა. ამიტომ აუცილებელია, ყველა შევეცადოთ დედამიწისთვის სიჯანსაღის შენარჩუნებაზე, რომ თავიდან ავიცილოთ კატასტროფები, – ამბობს გიმნაზიის მეთერტმეტე კლასის მოსწავლე სიდონია ორლოვი, – ასეთ აქტივობებს – ნერგების გაშენებასა და დასუფთავების აქციას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, რათა ჩვენი მიკროკლიმატი გაჯანსაღდეს და კარგ გარემოში ვიცხოვროთ“.
„დედამიწასა და გარემოზე უნდა ვიზრუნოთ, – ამბობს მეთერთმეტეკლასელი ერეკლე ყრუაშვილი, – ჩვენ როგორც შეგვიძლია, დედამიწის დაცვას ხელი უნდა შევუწყოთ“.
„დედამიწის დღე“ პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა, როდესაც საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო. დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კოორდინირებული და ყოველწლიურად 200-მდე ქვეყანაში აღინიშნება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი