

ხარაგაულში რომ 2012 წელს ბუნებრივი აირის ქსელის აღდგენაზე საუბარი დაიწყო, იმ სოფელთა შორის, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელებულიყო გაზიფიცირება, სოფელი ისლარიც მოიაზრებოდა. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტროსგან გამოქვეყნებულ, 2015 წლის გაზიფიცირების გეგმაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ისლარი არ არის.
-„ჩემ ხარაგაულს“ მუდმივად ვკითხულობთ. ერთ-ერთ სტატიაში ეწერა, რომ ბუნებრივი გაზი უნდა შემოსულიყო ისლარი. მას შემდეგ რამდენი სტატიაც ვნახეთ, ისლარი ხსენებაში არ არის, – ვინ ამოიღო? – კითხულობს ისლარელი ელვარდი ჭიპაშვილი.
როდის ექნებათ ისლარელებსა და ფარცხნალის მოსახლეობას ბუნებრივი აირი, – ამ შეკითხვაზე საპასუხოდ მოსახლეობას პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე შეხვდნენ.
„წლის დასაწყისში გაერთიანებულ თათბირზე მოვილაპარაკეთ, რომ დაბა ხარაგაულთან ერთად გაზიფიცირება უნდა დაწყებულიყო მიმდებარე სოფლებში, – უთხრა პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ შეკრებილ მოსახლეობას, – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლო სოფლებში ისეთივე ინფრასტრუქტურა იყოს, როგორიც დაბა ხარაგაულში. გათვალისწინებული იყო დაბა ხარაგაულის გაზიფიცირება და ისლარის ქსელის ვარგისიანობის შემოწმება მისი შესაძლო რეაბილიტაციის მიზნით. ამ ეტაპზე ვგეგმავდით ფარცხნალის, ახალსოფლის, თეთრაწყაროს, ბაზალეთის, ლაშისა და ჩხერის ჩასმას გაზიფიცირების გეგმაში.
გარკვეული პრობლემების გამო, რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხებთან დაკავშირებით, მთელ საქართველოში მოხდა გარკვეული ჩაჭრა – ყველას პროექტს ვერ განვახორციელებთ წელს. ახლა რასაც ვერ გავაკეთებთ, გავაკეთებთ მომავალი წლის დასაწყისში. თუმცა სოფლები გაზიფიცირებისთვის არ შერჩეულა ჩვენი ჩარევით.
ახლახნ შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს და ვთხოვე, რომ იქნებ წლევანდელ ეტაპზე იმ ეკონომიიდან, რაც ჩნდება ტენდერებით, გაგვესინჯა ბუნებრივი აირის სისტემა ისლარში. მინისტრის რჩევით შევხვდი „სოკარის“ წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან, შემოუბრუნდნენ ამ პროცესს, თუკი ხელს შეუწყობს სამინისტრო.
„სოკარმა“ დღემდე ვერ მომცა პასუხი, მათ ამ ეტაპზე არ აქვთ გაანალიზებული, რა სჭირდება ისლარში ბუნებრივი აირის არსებულ სისტემას, – მთლიანად შეცვლა თუ ნაწილი არის გამოსაყენებელი.
მაქვს იმედი, რომ წელს არის სერიოზული შანსი გარკვეულწილად, რომ დაიწყოს; თუმცა გაისად გაზაფხულზე ეს რომ უნდა დამთავრდეს, ამას წყალი არ გაუვა. არა მარტო ისლარში, არამედ მთლიანად ფარცხნალზეც არის ლაპარაკი და რა თქმა უნდა, დაიწყება რეაბილიტაცია,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
„აგვისტოს დასაწყისში კიდევ ერთხელ გავივლი ამ საკითხს, – დაჰპირდა პარლამენტარი მოსახლეობას, – თუ დამჭირდება, პრემიერსაც შევხვდები. ამ საქმეს ჩვენ აუცილებლად მოვუვლით.“
ნოდარ ებანოიძე მოსახლეობას ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, კონკრეტული ვადების დათქმით, აგვისტოს ბოლომდე დაჰპირდა.
ლაურა გოგოლაძე
შოთა ლომიძის ფოტოები
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და