

იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი!
აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ!
აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები!
აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია!
აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე!
უფასოდ! ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 2015 წლის 27 ივლისიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში დაგეგმილია С ჰეპატიტის საყოველთაო გამოკვლევა და მკურნალობა.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ჩაიტარონ უფასო გამოკვლევა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაში შემდეგ მისამართზე:
იმერეთში – ქ. ქუთაისი, დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქუთაისის ზონალური ლაბორატორია (მის.: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2; ტელ.: 0431 220518; 0431 220539);
ვირუსული ჰეპატიტები, რომლითაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული, არის ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომელშიც შედის A, B, C, D და E ჰეპატიტები. ის იწვევს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ დაავადებას და ყოველწლიურად დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. B ჰეპატიტით ქრონიკულად ინფიცირებულია 240 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად დაახლოებით 780 000 ადამიანი იღუპება, აქედან 650 000 ქრონიკული B ჰეპატიტის გართულებებით, ხოლო 130 000 მწვავე B ჰეპატიტით.
მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,