

კოოპერატივის შექმნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფერმერთა ცამეტი ჯგუფი დაინტერესდა.
ხორცპროდუქტების წარმოება, მერძევეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მეხილეობა, მეთევზეობა, სასათბურე მეურნეობის შექმნა, – ესაა ხარაგაულელ ფერმერთა ძირითადი პრიორიტეტები.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) წარმომადგენლის ქეთი გოცირიძის ინფორმაციით, ხარაგაულელები ამ ეტაპზე აქტიურად არიან ჩართულები დარგობრივი ექსპერტების ტრენინგებში.
„ამჟამად მიმდინარეობს ტრენინგები მარკეტინგისა და ბიზნესის კუთხით. ტრენინგის მონაწილეები ექსპერტების დახმარებით მუშაობენ ბიზნესგეგმაზე. ტრენინგები ზესტაფონში, ქუთაისსა და თერჯოლაში ტარდება.
კოოპერატივის შექმნით დაინტერესებულმა პირებმა 7 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ ბიზნესგეგმა კონკურსისთვის.
7 აგვისტოს გვეცოდინება ზუსტად, რამდენი ხარაგაულელი ფერმერი ჩაერთვება კონკურსში და სოფლის მეურნეობის დარგებიდან რომელ მიმართულებას აირჩევს,“ – ამბობს ქეთი გოცირიძე.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის