

7 აპრილს, კვირას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში „ქართული ლიგის“ სამი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. თითოეულ თამაშზე ერთმანეთს ხუთი გუნდი შეეჯიბრება.
„ქართული ლიგის“ ფესტივალში ჩართულია ხარაგაულის იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“ (რეჟისორი და სცენარისტი მამუკა ჭიპაშვილი).
„ჭირიმეს“ გამოსვლა 15:00 სთ-ზე დაიწყება.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ჭირიმეს“ მეტოქეები არიან – აბაშის „სულგუგუნი“, სოხუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდები და ბათუმის იუმორისტული გუნდი.
ჟიურისა და მაყურებლის წინაშე, „სტაჟიან“ „ჭირიმელებთან“ – ბექა ხიჯაკაძე, გიორგი მაქაძე, გიორგი ჭიპაშვილი – ერთად უჩა ტაბატაძე (საღანძილის სკოლის VI კლ. მოსწავლე), არჩილ მეიფარიანი (ხარაგაულის #2 სკოლის X კლ. მოსწავლე), ნიკა ოკრიბელაშვილი (კიცხის სკოლის IX კლ. მოსწავლე) და დავით ბირკაძე (ხარაგაულის გიმნაზიის XI კლ. მოსწავლე) წარსდგებიან.
„ჭირიმე“„ქართული ლიგის“ კონკურსში მეოთხედ მონაწილეობს. პირველად ჩემპიონი გახდა, ხოლო მომდევნო სეზონზე – ვიცე-ჩემპიონი.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის იუმორისტულ გუნდს „ჭირიმე“.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!