

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს მოადგილე დაენიშნება. ამ მიზნით მერიამ დახურული კონკურსი გამოაცხადა.
დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ ერთი წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის ხელფასი 2 926 ლარით განისაზღვრა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ვადა 30 მარტს იწურება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების უფროსებს მოადგილე არ ჰყოლია. რა გახდა ამჯერად მოადგილის შტატის დაშვების მიზეზი, ამ შეკითხვით ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, კახა გოლუბიანს მივმართეთ.
„ადმინისტარციული სამსახური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამსახურია, – ამბობს კახა გოლუბიანი, – ის ოთხ განყოფილებას და 64 თანამშრომელს აერთიანებს.
ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობა უფრო ეფექტური რომ გახდეს, მოადგილის შტატის დანიშვნა გადავწყვიტეთ. მას გარკვეული ფუნქციები გადაუნაწილდება“.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი