ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში სოციალურ საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დახურული კონკურსი გამოცხადდა;
იგივე სამსახურის ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებაში ჯანდაცვის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კი – შიდა კონკურსი.
ორივე თანამდებობაზე სახელფასო ანაზღაურება 1 729 ლარია.
შიდა კონკურსი გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში, სახელმწიფო შესყიდვებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანადებობაზე. სახელფასო ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 1 729 ლარია.
შიდა კონკურსით შეირჩევა ასევე ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. ამ თანამდებობაზე სახელფასო ანაზღაურება 1 596 ლარია.
ოთხივე კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღების ვადა 30 მარტს იწურება.
აღსანიშნავია, რომ დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ ერთი წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კარიერული განვითარების მიზნით. შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს იმ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეს, რომელ დაწესებულებაშიც ცხადდება შიდა კონკურსი. შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი