სპეციალური საგამოძიებო სამსახური, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებს.
შეხვედრების ციკლი 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები, ჯამში, 70 სკოლაში ჩატარდა. მათგან, საინფორმაციო კამპანიამ მოიცვა თბილისის – 22, შიდა და ქვემო ქართლის – 9, კახეთის – 11, იმერეთის – 11, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის – 11 და სამეგრელოს – 6 სკოლა.
საინფორმაციო კამპანიის მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენს, რადგან ბოლო პერიოდში ხშირია სოციალური ქსელებით არასრულწლოვნების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალით შანტაჟისა და იძულების, დახურულ ჯგუფებსა და სხვადასხვა პირებთან მასალების გავრცელების ფაქტები.
ამ ტიპის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
შეხვედრების ფარგლებში, გამომძიებლებმა სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს:
თუ რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, ვის უნდა მიმართონ მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში მათი შანტაჟის, კიბერბულინგის და მათი პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევაში.
სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ასევე მანდატურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლებიც უძღვებოდნენ, რომლებმაც ბულინგისა და კიბერბულინგის საკითხებზე იმსჯელეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობას აქტიურად აგრძელებს და ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობს.
სამსახური, კონფიდენციალურობის სრული დაცვით ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს. ამ ტიპის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობითაც – 199.
ამავე თემაზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი