

არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ პროგრამის ფარგლებში, იწყებენ ახალ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას.
პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD) პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რათა მათ განავითარონ და გააფართოონ თავიანთი ბიზნესი ტრეინინგების, ცნობიერების ამაღლებისა და საინვესტიციო მხარდაჭერის გზით.
აღნიშნული ინიციატივა ეხება იმ რეგისტრირებულ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც ფუნქციონირებენ პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: საჩხერე, ჭიათურა, ვანი, სამტრედია, ქარელი, ხაშური, კასპი, გორი, საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალქალაქი და ნინოწმინდა.
აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
– იურიდიულად რეგისტრირებული, მოქმედი ბიზნეს ერთეული, რომელსაც გააჩნია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი (დოკუმენტალური მტკიცებულება აუცილებელია);
– ამჟამად ფუნქციონირებს ზემოთ აღნიშნულ ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტში;
– შეუძლია მინიმუმ 15% თანხობრივი (ნაღდი ფულით) და 15% არათანხობრივი თანამონაწილეობა ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას. ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლის 15 ივლისიდან მერსი ქორფსი-ს ვებ- საიტზე: www.mercycorps.ge
შევსებული სააპლიკაციო ფორმის ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 სექტემბერი. სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: enpard@mercycorps.ge, რომელსაც თან უნდა დაერთოს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის დასკანერებული ვერსია.
საჩხერესა და ჭიათურაში, პროექტით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება:
27 ივლისი , 14:00 საათზე – საჩხერეს ფერმერთა მომსახურების ცენტრი
ვანსა და სამტრედიაში:
28 ივლისი , 12:00 საათზე – ვანის გამგეობა
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი