

საქართველოში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურები მიმდინარეობს. მასში მუნიციპალურ ტურებში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კალათბურთელ ვაჟთა გუნდმა (მწვრთნელი უჩა ცხადაძე) სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ ტურში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტური ხარაგაულში ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა. მასში მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 სკოლის 850-მდე მოსწავლე ჩაერთო.
ჩატარდა ტურნირები მინი ფეხბურთში, კალათბურთში, გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში და მხიარულ სტარტებში. ასევე გაიმართა სპორტულ-შემეცნებითი კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა ოლიმპიადის შესახებ ესეები შექმნეს.
ოლიმპიადის რეგიონული ტურები უკვე ჩატარდა ფრენბურთში, კალათბურთში, გეზრბენში, ბადმინტონში.
პარასკევს, 22 მარტს, რეგიონული ტური მაგიდის ჩოგბურთში გაიმართება და მასში მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლეები იასპარეზებენ.
მხიარული სტარტების რეგიონულ ტურში ხევის სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მინი-ფეხბურთის ტურში – კიცხის სკოლის ვაჟთა და ბორითის სკოლის გოგონათა გუნდები.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ტარდება.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა