

6-დან16 აგვისტომდე ზვარეში მოეწყობა ახალგაზრდული „კარვების ბანაკი“ სამ ნაკადად.
პირველი ნაკადი 6-10 აგვისტოს გაიმართება და მედია პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებული მოზარდებისგან დაკომპლექტდება.
მეორე ნაკადი შედგება 10-13 აგვისტოს;
მესამე ნაკადი – 13-16 აგვისტოს.
თითოეულ ნაკადში დაისვენებს 50 მოზარდი.
მეორე და მესამე ნაკადები გაიმართება ხარაგაულელი წარმატებული ბავშვებისათვის.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, უკეთ გაიცნონ თანატოლები; გამოავლინონ თავიანთი ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური შესაძლებლობები.
ბანაკური ცხოვრების თითოეული დღე წინასწარ განსაზღვრული განრიგით დარეგულირდება.
განრიგში შედის სამჯერადი კვება, სხვადასხვა სპორტული, გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები, ტრენინგ-სემინარები აქტუალურ თემაზე, ლაშქრობები და ექსკურსიები კულტურული ძეგლების დასათვალიერებლად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ხარაგაულის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში. ტელ.: 577555740
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,