უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში გადატარებული ღონისძიებების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
11 ერთეული ცირკული და 1 ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.
1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი. 2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კბმ-ზე მეტი ფიცარი დაილუქა.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. „დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან კონტროლს ახორციელებენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ტყეზე ზეწოლა და ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება დაცული და შენარჩუნებული იყოს“, – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი