

ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექტორი დავით გელაშვილი) სამი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია.
ჩემპიონთა სახელობის საერთაშორისო ტურნირი შავი ზღვის თასზე თავისუფალ ჭიდაობაში 1999-2001 და 2002-2003 წლებში დაბადებულთა შორის ბათუმში 13-15 ივლისს გაიმართა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევსემი შველიძემ და ზურა ტოროშელიძემ მეორე ადგილები დაიკავეს, შოთა თაბაგარი მესამე ადგილზე გავიდა.
„საერთაშორისო ტურნირში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდებთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. ჯამში – ოთხასზე მეტი სპორტსმენი, – გვიამბობს მწვრთნელი რეზო შერგელაშვილი, – ექვსი მოჭიდავე მყავდა წაყვანილი. თითო შეხვედრა ყველამ მოიგო. შეეძლოთ ჩემპიონები გამხდარიყვნენ, მაგრამ მათი შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.“
ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, დავით გელაშვილის თქმით ძლიერ ჩემპიონატში ხარაგაულელ მოჭიდავეთა ასპარეზობა და შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.
ზურა ტოროშელიძე გახარებულია და მომავალ შეჯიბრებებში ჩემპიონობას გვპირდება.
შოთა თანაგარი და ევსემი შველიძე ამბობენ, რომ მეტს ივარჯიშებენ უკეთესი შედეგის მისაღწევად.
წარმატებები ვუსურვოთ ხარაგაულელ სპორტსმენებს.
ნინო კაპანაძე
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და