ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრი კინოთეატრში მაყურებლის წინაშე პრემიერით – „იუბილე სიურპრიზებით“ – წარსდგა. ამ სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილია.
სპექტაკლში მოქმედება ერთი ოჯახის ირგვლივ ვითარდება. გაუგებრობაში მოხვედრილი ოჯახის დიასახლისზე ეჭვიანობის გამო სახლში ყველაფერი თავდაყირა დადგება. თუმცა, ამ კომედიას ბედნიერი დასასრული აქვს.
როგორ და რატომ გაუჩნდა სცენარის შექმნისა და სპექტაკლი დადგმის იდეა, ხომ არ გეგმავს მომავალში კიდევ სპექტაკლის დადგმას, – ამ შეკითხვებით მამუკა ჭიპაშვილს მივმართეთ.
„იუბილე სიურპრიზებით“ იუმორისტული ჟანრის, მსუბუქი სპექტაკლია, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ყოველთვის ვოცნებობდი სპექტაკლის დადგმაზე. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრს, სანამ ახალ სპექტაკლზე მუშაობას დაიწყებდნენ, ჩემი პიესა შევთავაზე. სარვამარტო ღონისძიებებს რომ ვგეგმავდით, გადავწყვიტეთ, რომ ხარაგაულელებისთვის იუმორისტული სპექტაკლი გვეჩვენებინა. ეს ნოველა ჩემს პირველ კრებულშია შესული. დასისგან თანხმობის მიღების შემდეგ პიესად გადავაკეთე. სპექტაკლზე ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით.
მომავალში, არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა რეჟისორობას. ხარაგაულელებს გაგვიმართლა, რომ ისეთი ადამიანი გვყავს რეჟისორად, როგორიც ირინე ჩხეიძეა. ის, წლებია, ხარაგაულში შესანიშნავ სპექტაკლებს დგამს. ახლა ზუსტად არ ვიცი, შესაძლოა, ისევ იუმორისტულ ჟანრში მოვსინჯო ძალები“.
სპექტაკლში „იუბილე სიურპრიზებით“ მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, ნიკო მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძემ კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერას აანონსებს, – დასი მუშაობას იწყებს აფხაზეთის თემაზე ნინია სადღობელაშვილის მიერ შექმნილი პიესის – „ბამბაზიის სამოთხე“ – დასადგმელად.
„დასის წევრებთან ერთად რამდენიმე პიესა განვიხილეთ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – არჩევანი „ბამბაზიის სამოთხეზე“ შევაჩერეთ. პიესის ავტორს ვესაუბრე. ძალიან გაეხარდა ჩვენი შეთავაზება. ჰონორარს არ გვართმევს და პრემიერაზე ჩამოსვლას დაგვპირდა.
ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეჭიდეთ. ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის დასს დადგმული გვაქვს კომედია, ტრაგი-კომედია, ლიტერატურული სპექტაკლები. „ბამბაზიის სამოთხე“ დრამაა. ამ სპექტაკლს ვდგამთ იმიტომაც, რომ აფხაზეთზე მომავალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის“.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი. ამ სპექტაკლის პრემიერა, სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება; ხარაგაულის თეატრი „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“ სპექტაკლით „ბამბაზიის სამოთხე“ წარსდგება.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი