

განათლების სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები განსაზღვრა. 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში მიიღებენ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ დეკემბრამდე დაბადებულთა მშობლებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ, – შვილები პირველკლასელებად დაარეგისტრირონ თუ საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართონ.
პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპზე – 2024 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
II ეტაპზე – 1 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.
III ეტაპზე – 20 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება.
პირველკლასელი მშობელმა უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge
IV ეტაპი – 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პირველკლასელები
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების მუნით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ