სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2015 წლის ექვს თვეში გაიცა სოცდახმარებები კატეგორიების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
- მედიკამენტების შესაძენად დახმარება გაეწია 572 მოქალაქეს, თანხით 61 249 ლარი;
- სამედიცინო მომსახურეობისთვის 196 ბენეფიციარს – 85 672 ლარით;
- ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით 71 ოჯახს 15 000 ლარი;
- სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველ 94 ბენეფიციარს 18 800 ლარით.
- ომის ვეტერანისა და დევნილის დაკრძალვისთვის 4 ოჯახს – 1000 ლარი;
- დიალიზზე მყოფ და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება – 6 400 ლარი;
- ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 95 მოქალაქეს თანხით 27 200 ლარი;
- ალილოს დღესასწაულთან დაკავშირებით 50 სოციალურად დაუცველ და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა საკვები პროდუქტები – 995 ლარის;
- საახალწლოდ დასაჩუქრდა 58 ოჯახი (უსინათლოები, დევნილები და შშმ ბავშვები) – 2 900 ლარი;
- 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ ორ მოქალაქეზე გაიცა სულ 600 ლარი;
- ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით სამამულო ომის 21 ვეტერანს გადაეცა სულ 4200 ლარი (თითოეულს 200 ლ).
- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 62 ბავშვს გადაეცა 3100 ლარი (თითოეულს 50 ლ.)
- დედის დღესთან (3 მარტი) დაკავშირებით 77 მრავალშვილიან (4 და მეტი შვილი) ოჯახს – 3 850 ლარი;
- ქალთა დღესთან (8 მარტი) დაკავშირებით 51 უხუცეს ქალბატონს (90 წელს გადაცილებული) — 2 550 ლ.
- აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 165 ოჯახს (დევნილი, უკიდურესად გაჭირვებულ და მარტოხელა) გადაეცა სულ 8 250 ლარი (თითოეულს 50 ლარი);
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა 3 ოჯახს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამაში – 600 ლარი (თითოეულს 200 ლ.);
- ომის ვეტერანებს ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის – 3 650 ლარი;
- ზესტაფონის უსინათლოთა კავშირის წევრ მოქალაქეებზე ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის – 7 750 ლარი;
- აუტიზმით დაავადებულთა და დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით 6 მოქალაქეზე გაიცა 1 200 ლარი (თითოეულს 200 ლარი);
- სტიქიით დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 21 მოქალაქეზე გაიცა 23 400 ლარი.