დღეს, 8 თებერვალს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის, დავით IV აღმაშენებელის ხსენების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის (დირექტორი ინგა ვეფხვაძე) მეოთხეკლასელებმა ღონისძიება გამართეს. მათ დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გვიამბეს. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეძლო მან საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება, უთანასწორო დიდგორის ბრძოლაში დაამარცხა თურქ-სელჩუკები, შექმნა საგანმანათლებლო კერები, გაატარა რეფორმები,
ღონისძიებაზე უმცროსკლასელებმა პატრიოტული ლექსები და სიმღერები შეასრულეს. მათმა პედაგოგმა ლია სანიკიძემ მადლობა გადაუხადა ისტორიულ მუზეუმს მასპინძლობისთვის, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს – ღონისძიების მომზადებაში აქტიურობისთვის.
დავით IV აღმაშენებელი სამეფო ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა. 36 წელი იმეფა. ის 1125 წელს გარდაიცვალა.
პიროვნული ღირსებების, ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დაადგინა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი