დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 6 თებერვალს უამინდობამ და ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანად დააზიანა ელექტროგამანაწილებელი ქსელი. ავარიულად გამორთული აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება გუშინვე აღუდგა. დღესაც შეუჩერებლად მუშაობს ადგილობრივი და აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსული ტექნიკური ბრიგადები დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭირო მასალა.
7 თებერვლის 10:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ავარიულად გამორთულია დ/ძ ხაზები „კიცხი“, „ზვარე“, „მარმარილო“ და „დასავლეთის ავტობანი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს, მათ შორის კიცხს, ვარძიას, წყალაფორეთს, ზვარეს, ნებოძირს, ხევს, ნადაბურს, ფარცხნალს, ისლარს, ლეღვანს და მიმდებარე სოფლებს.
ავარიები ძირითადად გამოწვეულია ძლიერი ქარისგან წაქცეული ხეების გამო გაწვეტილი ხაზებით. ასევე, რამდენიმე ადგილას მოვარდნილმა წყალმა წაიღო ბოძები. მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და ახალი საყრდენების მონტაჟი. გათიშული აბონენტების უმეტესობა დღის ბოლომდე ელექტროენერგიას მიიღებს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი