

ხარაგაულის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა წარმატებული მუშაობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მადლობა დაიმსახურა.
მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილისგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის სახელზე 10 ივლისს გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის სამსახურმა წარმატებით გაართვა თავი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევისათვის განსაზღვრული გეგმის შესრულებას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისათვის .“
საგაზაფხულო გაწვევა 15 იანვრიდან 30 ივნისამდე მიმდინარეობდა. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ჯამბულ გოგსაძის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან უნდა გაეწვიათ ათი და გაიწვიეს თოთხმეტი წვევამდელი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,