

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ემზადება საზღვრის მართვის ორი ახალი ინიციატივის დასაწყებად, რომლებიც გავლენას მოახდენს ევროპაში მოგზაურობაზე.
„შესვლა-გასვლის სისტემა” (EES) 2024 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.
მოგზაურობის დაწყებამდე მგზავრების მხრიდან არანაირი ქმედება არ იქნება საჭირო.
EES სისტემა დაარეგისტრირებს ევროპაში ხანმოკლე ვიზიტით შემავალ მგზავრებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და ასევე მგზავრებს, რომელთაც ვიზა სჭირდებათ.
რეგისტრაცია განხორციელდება EES სისტემით მოსარგებლე ევროპის 29 ქვეყნის (მ.შ. შენგენის ზონის 27 ქვეყანა, ბულგარეთი და რუმინეთი) გარე საზღვრებზე, ყოველ ჯერზე, როდესაც მგზავრები გარე საზღვრებს გადაკვეთენ და ის პასპორტში შტამპების ხელით დასმას ჩაანაცვლებს.
„ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა” (ETIAS) 2025 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება.
სისტემის ამოქმედების შემდეგ, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე დაახლოებით 60 ქვეყნისა და ტერიტორიის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ETIAS-იდან ევროპის 30 ქვეყანაში მოგზაურობის დაწყებამდე.
მოგზაურები განაცხადების წარდგენას შეძლებენ ETIAS-ის ოფიციალური ვებგვერდის europa.eu/etias ან ოფიციალური მობილური აპლიკაციის (რომელიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი) გამოყენებით.
გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა ETIAS-სა და EES-ს შორის: https://europa.eu/!3mjd7x
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა