

ბიზნეს იდეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს, რომლებიც 10 საუკეთესო მონაწილეს შორის, დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია.
თითოეულმა გამარჯვებულმა, საუკეთესო ბიზნეს იდეის განსახორციელებლად, ფულადი პრიზის სახით, 10 000 ლარი მიიღო.
პროექტის ფარგლებში, ისინი გაივლიან მენტორულ სესიას, ბიზნესის წარმატებით დასაწყებად.
ბიზნეს იდეების კონკურსი, She’s Next Empowered by Visa-ს მე-4 ტალღის ფარგლებში, Visa-ს ინიცირებით, ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, განხორციელდა.
ბიზნეს იდეების კონკურსის გამარჯვებულები არიან:
კონკურსში მიღებული 1000-ზე მეტი განაცხადიდან, წინასწარ დადგენილი წესებისა და კრიტერიუმებით, შეირჩა საუკეთესო 10 მონაწილე, რომლებიც ერთ კვირიან ტრენინგ სესიებს დაესწრნენ, ბრენდინგის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების, გაყიდვების, მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და ინვესტიციების მიმართულებით.
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა