საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2402 განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალიტეტებს 359 771 062 ლარი გამოეყო, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 6 051 271 ლარი.
ამ თანხიდან – 5 852 571 ლარი გზების რეაბილიტაციისთვისაა განსაზღვრული, ხოლო 198 700 ლარი – სოფელ თეთრაწყაროში სპორტული მინი მოედნის მოსაწყობად.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2024 წელს, – ისევე, როგორც შარშან, – 890 000 ლარი მიიღო.
ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ ტრანსფერის მიღების გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ამის გარდა, წინა წლებში აღებული ვალდებულებების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ნაშთებიდან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ხარაგაულის ბიუჯეტიდან 966 344 ლარი მიიმართა. მათ შორის:
ა) გზების რეაბილიტაციაზე – 20 500 ლარი; აქედან – სოფ. უბისის გზის რეაბილიტაციისთვის – 7 500 ლარი; ლახუნდარაში კავილაძეების საუბნო გზისთვის – 7 500 ლარი; კიცხში ოქრომჭედლიძეების საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის – 5 500 ლარი;
ბ) სანიაღვრე არხებისა და მდინარის ნაპირსამაგრების მოწყობაზე – 926 444 ლარი. ეს თანხა სტიქიის შედეგად დაზიანებული კინოთეატრის მიმდებარედ მდინარე ჩხერიმელას ნაპირის დამცავი კედლის აღდგენას მოხმარდება.
გ) სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე, თანადაფინანსების სახით – 19 400 ლარი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები (13 433 700 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე 6 941 271 ლარით გაიზარდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი