დღეს, 17 იანვარს, მსოფლიოში მუზეუმ სელფის დღეს (Museum Selfie Day) აღნიშნავენ.
ამასთან დაკავშირებით, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ხარაგაულელებს მუზეუმში იწვევს და მუზეუმ სელფის დღესთან დაკავშირებით აქციაში ჩართვას სთავაზობს:
მოდი მუზეუმში და გადაიღე სელფი საყვარელ ნამუშევართან, ატვირთე ინსტაგრამ ან ფეისბუქ სთორიში, მონიშნე მუზეუმის გვერდი @georgianart და გახდი საუკეთესო ფოტოს ავტორი!
გამარჯვებული ფოტოს ავტორი დასაჩუქრდება!
ამ დღის და აქციის მიზანია, ამაღლდეს ცნობიერება მუზეუმებზე და ხელოვნების ნიმუშების ამსახველი ფოტოები მოხვდეს სოციალურ მედიაში.
თარიღი მოძრავია და 2015 წლის შემდეგ, ყოველი წლის იანვარში მესამე ოთხშაბათს აღნიშნავენ.