რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე წყვილებისთვის ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების პროგრამა ხარაგაულის საკრებულომ გააუქმა.
ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს, 17 იანვარს, გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ამის საფუძველი მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული წერილია. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე განმარტავს, რომ მთავრობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უშვილო წყვილების დახმარება არასამართლიანად მიიჩნია.
„მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მოქალაქეებს, რადგან სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის თანადაფინანსების სახით ათას ლარზე მეტ თანხას ვერ გავცემთ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე წყვილებს კი 4 ათასი ლარით ვაფინანსებდით“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა გოგსაძე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა სერიოზული პრობლემაა და მის გადაჭრაში ხელისუფლება ადამიანებს უნდა შეეხიდოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების პროგრამის გაუქმებას მხარი იმ იმედით დაუჭირეს, რომ „ამ პროგრამას მომავალში სახელმწიფო დააფინანსებს“.
ნანა კიკნაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტში გადამოწმებული ინფორმაციით, ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ამბობს, რომ საკრებულომ მომავალში უნდა იმსჯელოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსების საკითხზე.
ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ამოქმედდა და ამ პროგრამით გასულ წელს ოთხმა პირმა ისარგებლა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი