გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
17 იანვარს იწვიმებს ხარაგაულშიც; 18, 19 და 20 იანვარს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8-16 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით 8-12 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.meteo.gov.ge
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი