ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გასული წლის 29 დეკემბერს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 13 ტენდერი გამოაცხადა:
- ტენდერი დაბა ხარაგაულში დაზიანებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის (ორმული შეკეთება ასფალტით) (სატენდერო თანხაა 151 080 ლარი);
- თეთრაწყაროში სპორტული მოედნის მოსაწყობად (სატენდერო თანხაა 198 700 ლარი);
ამ ორ ტენდერში დაინტერესებული მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებები 16 იანვრამდე მიიღება.
- ბორითში საუბნო გზებისა და ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (ეს ტენდერი 1 046 408 ლარზეა გამოცხადებული);
- ლახუნდარაში მელქაძეების საუბნო გზის და ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ტენდერი 660 316 ლარზეა გამოცხადებული);
- ღუდუმექეთში საუბნო გზების და წმინდა გიორგის სახელობის (კახორი) ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ტენდერი გამოცხადებულია 865 992 ლარზე);
ბოლო სამ ტენდერში მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებები 30 იანვრამდე მიიღება.
- წაქვაში საუბნო გზის, ხუნევში გუბათის უბნის გზის და ხუნევში ეკლესიის უბნის გზის რეაბილიტაცია (სატენდერო თანხაა – 819 557 ლარი);
- კიცხში საუბნო გზების და ბორი–საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (სატენდერო თანხაა 1 193 782 ლარი);
- ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის (II ეტაპი) და ვახანში (ელაზნაურის, არევაძეების და ფერაძეების უბანი) საუბნო გზების რებილიტაცია (სატენდერო თანხა 1 208 961 ლარია).
ბოლო სამ ტენდერში მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებები 1 თებერვლამდე მიიღება.
- ღორეშა–მარიამწყაროს გზის და ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (ტენდერი გამოცხადებულია 1 004 849 ლარზე);
- ბაზალეთში, ლომსაძეების უბნის და ღარიხევში, ჭილოფის უბნის გზების რეაბილიტაცია (სატენდერო თანხა718 642 ლარია).
ბოლო ორ ტენდერში მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებები 2 თებერვლამდე მიიღება.
- ვარძიაში ავალიშვილების და სერის უბნის გზების რეაბილიტაცია (ტენდერი გამოცხადებულია 1 171 809 ლარზე);
- ლეღვანში საუბნო გზის (კაჟნარი-კოდაბოლოს უბანი) და საღანძილეში საუბნო გზების რეაბილიტაცია (სატენდერო თანხა 886 049 ლარია);
- ჯაფაროულის სასოფლო გზის, დაბა ხარაგაულის შემოვლითი გზის და სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ეს ტენდერი 939 340 ლარზეა გამოცხადებული).
ბოლო სამ ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებული მშენებლებისგან წინადადებები 5 თებერვლამდე მიიღება.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თვალს მიადევნებს ტენდერების მიმდინარეობას; ტენდერების შედეგებსა და პროექტების განხორციელების ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებს დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ფოტოზე – დაბა ხარაგაულის შემოვლითი გზა