

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული საექიმო ამბულატორიების უმრავლესობა აღჭურვილია მაცივრებით ასაცრელი მასალის შესანახად, – განაცხადა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ 6 ივლისს საკრებულოს სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას.
მაცივარი არ აქვთ ხევისა და ხიდრის საექიმო ამბულატორიებს.
ლაშის საექიმო ამბულატორიაში მაცივარი არ მუშაობს, – ვერ მოხერხდა ტემპერატურული რეჟიმის დარეგულირება.
წყალაფორეთის სამედიცინო უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ანალოგიური პრობლემაა ბევრგან. საექიმო ამბულატორიის შენობები არ არის აყვანილი ბალანსზე, ამიტომ ენერგოკომპანია არ იძლევა მრიცხველის დადგმის უფლებას. ეს პრობლემა დიდი ხანია დგას და ზოგადად სახელმწიფოში მოუგვარებელია.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ექიმ ბესო ფოცხვერაშვილის თქმით, სამედიცინო ამბულატორიების წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა, წლებია, ვერ გვარდება.
შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, მათ ახლახან მიიღეს მაცივრები და ის ამბულატორიები, სადაც დღემდე მაცივარი არ ჰქონდათ, აღიჭურვება ასაცრელი მასალის შესანახი მაცივრებით.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი საკრებულოს სხდომაზე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი