

2024 წლის პირველი იანვრიდან სესხის აღების პირობები შეიცვალა.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში მიიღო.
ამ ცვლილების თანახმად, პირველი იანვრიდან 300 000 ლარამდე ოდენობის სესხის აღება მოქალაქეებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეეძლებათ. საუბარია, იმ ადამიანებზე ვისაც შემოსავალი ლარში აქვს.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში ერიცხებათ, სესხის აღება ყველანაირი დათქმების გარეშე შეუძლიათ.
აქამდე უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებიც ვერ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში სესხს, თუ ჯამური თანხა 200 000 ლარის ეკვივალანეტს არ აღემატებოდა.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა