

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობის წინასაპროექტო სამუშაოები დასრულდა.
დონორმა, – აზიის განვითარების ბანკმა, მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ამ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გააფორმა.
ეს ინფორმაცია პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ მოგვაწოდა.
„2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს პროექტირება, რისთვისაც უკვე გამოიყო 2 მილიონი ლარი, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – 2015 წლის წლის ბოლოს გამოცხადდება ტენდერი მშენებელი ორგანიზაციის გამოსავლენად.
2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რაც, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება.“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,