თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და 2023 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ფართო საზოგადოებას წარუდგინა ანგარიში „თამბაქოს პროდუქტების უკანონო მარკეტინგი ბავშვებსა და ახალგაზრდებში“.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების ხილულად განთავსების 60-65%-ზე მეტი თამბაქოს ახალ პროდუქტებზე, კერძოდ ელ-სიგარეტზე მოდის.
ანალოგიური მდგომარეობაა რეკლამის მხრივაც. სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების რეკლამების 70%-მდე ახალი პროდუქტების რეკლამაა.
თამბაქოს ახალი პროდუქტები იმეორებენ სწორედ იმ პრაქტიკას, რაც 2018 წლამდე (ანუ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დახვეწამდე და ამოქმედებამდე) ჩვეულებრივ სიგარეტთან დაკავშირებით იყო.
თამბაქოს ახალი პროდუქტები გამოფენილია ბავშვებისა და მოზარდებისათვის მიმზიდველ პროდუქტებთან, ტკბილეულთან და საბავშვო ნაწარმთან ერთად.
ძალიან საყურადღებოა, რომ უნიკოტინო ელ-სიგარეტები გადაიქცა ერთგვარ კარიბჭედ სხვა პროდუქტებისთვის.
ხილულად დევს ჯერ უნიკოტინო ელ-სიგარეტები და მათ უკან ამოფარებულია ნიკოტინიანი ელ-სიგარეტები, ვეიპები, გასახურებელი თამბაქო და ა.შ.
აღსანიშნავია რეკლამა სოციალური ქსელების საშუალებით, რომელშიც ძალიან ხშირად ცნობილი სახეებიც არიან ჩართული.
შედეგად, ჩვენი ბავშვები და მოზარდები ყოველი მხრიდან გარშემორტყმული არიან თამბაქოს ახალი პროდუქტების რეკლამითა და პოპულარიზაციით.
ამის გამო ყალიბდება არასწორი წარმოდგენები, თითქოს ეს პროდუქტები უსაფრთხოა, თითქოს მათი მოხმარება ყველგანაა დასაშვები და ა.შ.
რეკომენდაციები (მოთხოვნები)
თამბაქოს კონტროლის ალიანსი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი