

„ამ განცხადებას ორი სტატუსით ვაკეთებ, – როგორც რაიკავშირის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და „პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, – მიმართა ხარაგაულის მუნიციალიტეტის საკრებულოს წევრებს 6 ივლისს სხდომაზე თემურ ფცქიალაძემ, – დღევანდელი ხელისუფლება ხალხმა სამართლიანობის აღდგენისთვის აირჩია. ამ კუთხით ძვრები ძალიან უმნიშვნელოა.
კერძოდ, მინდა ხარაგაულის მაგალითზე გითხრათ, – 2006-2007 წლებში წინა ხელისუფლებამ კრიმინალური გზით 350 მეპაიეს ხარაგაულში ძალით ჩამოართვა ქონება. მოტივი იყო ის, რომ თქვენ ვერ უვლით, ჩვენ მოვუვლითო. როგორც მოუარეს, – ვხედავთ. ხარაგაულის სავაჭრო ცენტრი ინგრევა და ანალოგიური მდგომარეობაა სოფლებში. გადავწყვიტეთ, ჯერ საკრებულოს და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მოგმართოთ და მერე – სხვა უწყებებს.
ვითხოვთ, რომ გამოიჩინოთ ინიციატივა და გვიშუამდგომლოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან იმ ქონების მეპაიეებისთვის დაბრუნებაზე, რომლებიც ჯერჯერობით გაუყიდავია.“
თემურ ფცქიალაძის ინფორმაციით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ საკითხზე ორმხრივად იმუშავეს, – ერთმა ჯგუფმა სასამართლოს მიმართა, მეორემ პროკურატურას. „საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ეს პროცესი ჭიანურდება. ამასობაში შენობა-ნაგებობები ნადგურდება, – ამბობს თემურ ფცქიალაძე, – სარეკომენდაციო წერილით მიმართეთ პრემიერ-მინისტრს, რომ დაგვიბრუნდეს ქონება. კანონიერების აღდგენა არის მთავარი.“
მისივე თქმით, არ არის სავალდებულო, წერილით მიმართოს საკრებულოს და სხდომაზე მისი განცხადებაც საკმარისია. მან საკრებულოს შესთავაზა, შექმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, შეეცდებიან დეტალური ინფორმაცია მოიძიონ მეპაიეებისგან, რათა ცენტრალურ ხელისუფლებაში გაგზავნილი მასალა იყოს სრულყოფილი.
ფოტოზე: ყოფილი რაიკავშირის ადმინისტრაციის შენობა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ