ხარაგაულის მოსწავლეთა სახლმა ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაში საესტრადო მუსიკისa (მასწავლებელი დარეჯან გვაძაბია) და ხალხური საკრავების წრეების (მასწავლებელი რეზო შარიქაძე) მოსწავლეებმა ზღაპრის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზეს, რომელიც საახალწლო სიმღერებითა და ცეკვებით იყო გაფორმებული. ღონისძიებას მხატვრული კითხვის წრის პედაგოგი ლალი შარაშიძე უძღვებოდა.
კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იყო მაკრამესა და ხელგარჯილობის (პედაგოგი მარინე ვეფხვაძე), ხატვისა (პედაგოგი მარინა გოგია) და ხეზე კვეთის წრეების (პედაგოგი იზო გველესიანი) მოსწავლეთა ნამუშევრები.
ღონისძიებიებაზე ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეთა სახლის აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს.
საახალწლო ღონისძიების შემდეგ მოსწავლეთა სახლის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
„სასაჩუქრე ნაკრები 240 ბავშვისთვის გავამზადეთ, – ამბობს ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დირექტორი ჰამლებ ბერაძე, – საახალწლო ტკბილეულს ყველა ბავშვი მიიღებს, ვინც მოსწავლეთა სახლში დადის, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
მთელი გულით ვულოცავ დამდეგ 2024 წელს თითოეულ მოსწავლეს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, ხარაგაულს და სრულიად საქართველოს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება. ერთად მოგვევლოს ჩვენი ლამაზი ქვეყნისთვის და არ დაგვზარებოდეს შრომა. წარმატებული წელი გვქონოდეს თითოეულ ჩვენგანს“.
ღონისძიების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილით სოციალურ ქსელში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი