

ხარაგაულის უმეტეს სოფლებში, მესამე დღეა, მოსახლეობას დენი არ მიეწოდება.
როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, – ამ შეკითხვით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ.
მათგან მიღებული ინფორმაციით, იმერეთში მოსულმა ძლიერმა თოვლმა პრობლემები შეუქმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ენერგომომარაგებას. თოვლმა და ყინულმოცვამ დააზიანა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელი. სამწუხაროდ ზარალი საკმაოდ დიდია.
ამჟამად, ელექტროენერგია მიეწოდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს.
26 დეკემბრის 12:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, შეზღუდვებია სოფლების ნაწილში, კერძოდ სოფლებში, რომლებიც ძაბვას იღებენ მაღალი ძაბვის ქვესადგურებიდან „საქასრია“, „ფუთი“, „მარელისი“, „მოლითი“ და „წიფა“.
დაბალი ძაბვის ქსელში დაზიანებების გამო, ამჟამად გამორთულია აბონენტები ბაზალეთში (ნაწილობრივ), სარგვეშში, ფარცხნალში და მიმდებარე სოფლებში, სადაც დიდთოვლობის გამო დაზიანებული ქსელის აღდგენა შეუჩერებლად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რომ დაზიანებების აღმოფხვრა ოპერატიულად მოხდეს.
ადგილობრივ პერსონალთან ერთად სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსული დამხმარე ტექნიკური ბრიგადები. ყველგან, სადაც შესაძლებელია ტექნიკით ან ფეხით მისვლა, მუშაობს კომპანიის ტექნიკური სამსახური.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა