

ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დიმიტრი კოჩაძე ამბობს, რომ მეორე დღეა, საავადმყოფო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მისი ინფორმაციით, კლინიკას გენერატორი აქვს, მაგრამ სწორედ გუშინწინ გამოვიდა მწყობრიდან.
„დენი მეორე დღეა არ გვაქვს, – ამბობს დიმიტრი კოჩაძე, – გუშინ საავადმყოფოს წინ ელექტროგადამცემი ბოძი დაზიანდა. ორი დღის განმავლობაში პაციენტების მხრიდან მომართვიანობა არ ყოფილა, სამედიცინო პერსონალი ადგილზეა და მუშაობს, მაგრამ უდენობა დისკომფორტია.
ელექტრობოძი დღეს გამოცვალეს, თუმცა დენი ჯერ არ ჩაურთავთ. აუცილებელია, რომ სამედიცინო დაწესებულებას დენი ჰქონდეს.
ბორითის საავადმყოფოში გენერატორი გვაქვს და კლინიკა გამართულად მუშაობს“.
P.S. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დიმიტრი კოჩაძე დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!