

ხარაგაულში გაზიფიცირება 2012 წლიდან მიმდინარეობს. „სოკარ გაზის“ ზესტაფონი-ხარაგაულის უბნის აღრიცხვისა და დისტრიბუციის სამსახურის სპეციალისტ მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს კიკნაძის ქუჩის #11,13,15 და #19 ბინების საპროექტო სამუშაოები.
„დაახლოებით ერთ კვირაში გადავინაცვლებთ პატარა ხარაგაულში სამონტაჟო სამუშაოებისათვის. დაწყებულია პატარა ხარაგაულის მოსახლეობიდან დოკუმენტების მიღება, ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოები პატარა ხარაგაულში წლის ბოლომდე დასრულდება“.
გაზსადენიდან მაქსიმუმ 300 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლესთან ბუნებრივი აირის შეყვანის ღირებულებაა 400 ლარი, რომლის გადახდა შეიძლება როგორც ერთჯერადად, ასევე განვადებით, თვეში 25 ლარის ოდენობით.
საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შესაყვანად მოსახლემ „სოკარ გაზის“ ხარაგაულის ოფისში უნდა მიიტანოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, პირადობის მოწმობის ასლი და სახლის ტექნიკური პასპორტი. თუ მოსახლეს არ გააჩნია საჯარო რეესტრის ამონაწერი, მას შეუძლია წარადგინოს დაბა ხარაგაულის რწმუნებულის ცნობა.
რაც შეეხება ორგანიზაციებში ბუნებრივი აირის შეყვანას, მიხეილ ბანცაძის თქმით, ორგანიზაციებზე არ მოქმედებს განვადება. ჩვეულებრივი მრიცხველის დაყენება ორგანიზაციებშიც ჯდება 400 ლარი.
ამ თანხას ემატება აგრეთვე შიდა ქსელის მოწყობის ღირებულება. მრიცხველის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოითხოვს დამატებითი სიმძლავრის მრიცხველის დაყენებას.
ჯაფაროულში, ბაზალეთში, ახალსოფელში, თეთრაწყაროსა და ჩხერში დაწყებულია ბუნებრივი აირის შეყვანისთვის დაპროექტების სამუშაოები. თუმცა, როდის დაიწყება ამ სოფლებში მაგისტრალის გაყვანა, ჯერჯერობით, უცნობია,“ – ამბობს მიხეილ ბანცაძე.
თამთა გოგოლაძე
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ