

ლეღვნის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ტაბატაძე თანამდებობიდან 2011 წლის 15 ივლისს გაათავისუფლეს.
მიზეზად საატესტატო გამოცდებზე დაბალი შედეგები დასახელდა.
„განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსის ირაკლი ანდრიაშვილის წერილი მიიღო სკოლის სამეურვეო საბჭომ, რომ განეხილათ ჩემი გათავისუფლების საკითხი, – იხსენებს თამარ ტაბატაძე, – სამეურვეო საბჭო წინააღმდეგი იყო. ხარაგაულიდან ვერაფერი საიმედო პასუხი მივიღე და იძულებული გავხდი, სამეურვეო საბჭოსთვის მეთხოვა, აღესრულებინათ ჩემი გათავისუფლების მითითება.“
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თამარ ტაბატაძემ განათლების სამინისტროს სპეციალურ კომისიას მიმართა. კომისიამ დაასკვნა, რომ თამარ ტაბატაძე უკანონოდ იყო გათავისუფლებული. ამის შემდეგ მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
„რადგან ხელშეკრულება 2013 წლამდე მქონდა დადებული, თანამდებობაზე ჩემი აღდგენის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაავალა ლეღვნის საჯარო სკოლას და 24 თვის ანაზღაურებას, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, 14 თვეში ავიღებ. 2015 წლის იანვრიდან ვიღებ განაცდურს,“ – ამბობს თამარ ტაბატაძე და დასძენს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა აუცილებელია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,