სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დღეს, 7 დეკემბერს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში „მხიარული სტარტების“ ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 6 სკოლა მონაწილეობდა – ხარაგაულის გიმნაზია, ხარაგაულის #2 და #3, ხევის, მარელისისა და კიცხის საჯარო სკოლები.
ნახევარფინალურ შეხვედრაში სამი მაღალი შედეგის მქონე სკოლა გადავიდა. კენჭისყრით ერთმანეთს ხარაგაულის #2 და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალური თამაშის საგზური ხარაგაულის #2 სკოლამ მოიპოვა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ტურში ხევის სკოლის გუნდმა (სპორტის მასწავლებელი სოსო ხაჩიძე) გაიმარჯვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი სპორტის საკითხებში უჩა ცხადაძე ამბობს, რომ „მხიარული სტარტებით“ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა.
„დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებული სკოლა მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ტურში, რომელიც ქუთაისში გაზაფხულზე ჩატარდება. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოქტომბერში დაიწყო და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 21 სკოლის 850-მდე მოსწავლე ჩაერთო.
ჩატარდა ტურნირები მინი ფეხბურთში, კალათბურთში, გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში. ასევე გაიმართა სპორტულ-შემეცნებითი კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა ოლიმპიადების შესახებ ესეები შექმნეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი