

ქალთა ანსამბლის შექმნის იდეა ხარაგაულელ ქალბატონებს ხათუნა მანჯავიძესა და ირმა სხილაძეს დაებადათ. ამ იდეას მხარი დაუჭირეს და ორგანიზაციულ საკითხებში დახმარება გაუწიეს ქეთევან გიორგაძემ და თიკო ჯანიაშვილმა. მათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოიძიეს სიმღერით დაინტერესებული და სიმღერის მოყვარული ქალბატონები.
7 ივლისს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა ამ იდეით დაინტერესებული ქალბატონების შეხვედრა, შეხვედრაზე ქალბატონებმა ისაუბრეს სიმღერისა და მუსიკის როლზე მათ ცხოვრებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელმა ხათუნა მანჯავიძემ აღნიშნა, რომ პროექტს ამ ეტაპზე ჭირდება გულშემატკივრები და მხარდამჭერები. „თუ ადამიანები მოგვაწოდებენ ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც დაინტერესებული არიან მუსიკით, ჩვენ დავუკავშირდებით მათ და ხელს შევუწყობთ რეალიზაციასა და საზოგადოების წინაშე წარმოჩენაში.
სამომავლოდ გვინდა, რომ შევქმნათ ქალთა კარგი გუნდი, ავიყვანთ ლოტბარს, მანამდე დაგვეხმარება თიკო ჯანიაშვილი, რომელიც ამეცადინებს ამ ქალბატონებს. შევქმნით რეპერტუარს. გვინდა, რომ ამ ადამიანებმა ფესტივალებსა და კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. მთავარია, ამ პროექტით დაინტერესებული ადამიანები გაიცნოს საზოგადოებამ და მოხდეს მათი რეალიზაცია“ – ამბობს ხათუნა მანჯავიძე.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ