ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გენდერული კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაში მონაწილეობდნენ ჭრა-კერვის, თექის, ხის დამუშავების წრეების მსმენელები.
„წლებია უკვე ხარაგაულში გენდერული საბჭოს წევრი ვარ და ვცდილობ ეს აქ, ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩემს საქმიანობაში გამოვიყენო.
ზრდასრულთა განათლების კარი ყველა მსურველისთვის ღიაა, ყოველთვის ვცდილობთ, რომ გენდერულად თანაბარი გარემო შევქმნათ, ძალიან მინდა რომ ტრენერებად პროფესიონალი მამაკაცები მოვიწყიოთ რადგან ქალი ტრენერები ჭარბობენ. გამოფენილი ნამუშავრები შექმნილის წელს ჩვენი ახალი მოსწავლეების მიერ“, – ამბობს მანანა ტაბაშიძე.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. გლობალური მოძრაობის მიზანია ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპების მსხვრევა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი გიორგი მუხურაძე ამბობს, რომ ნოემბერში ზრდასრულთა განათლების ცენტრი სასწავლო წელს ასრულებს და ეს გამოფენა ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიებაა.
„მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა ასევე იგეგმება 15 დეკემბერს თბილისში ზრდასრულთა განათლების ცენტრების ყოველწლიურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად წრეებში სამუშაო მასალების შეძენას მოხმარდება. ვფიქრობთ, რომ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა უფრო ხშირად მოვაწყოთ, შესაძლებელია რეალიზაციის კუთხით ინტერნეტიც გამოვიყენოთ.
ახალი სასწავლო წელი ზრდასრულთა განათლების ცენტრში მომავალი წლის მარტიდან დაიწყება, ძალიან გვჭირდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან ტრანსპორტირებაში დახმარება. სოფლებში მოსახლეობას როდესაც ვხვდები, ხშირად მეუბნებიან, რომ სიამოვნებით შეისწავლიან სხვადასხვა პროფესიას, იქნება ეს ჭრა-კერვა, მეფუტკრეობა, კომპიუტერული პროგრამები. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაზე მოთხოვნადი წრეების ტრენერები კვირაში რამდენიმე დღე სხვადასხვა სოფლებში მივლენ და იქ მოსახლეობას ადგილზე ჩაუტარებენ კურსს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მომსახურებით”, – ამბობს გიორგი მუხურაძე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.