გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა საკონსულტაციო დოკუმენტი – საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი.
კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი მოიცავს ძირითად პრინციპებს, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს.
თეთრი წიგნის მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა. ამ პროცესს კომიტეტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით წარმართავს.
თეთრ წიგნთან დაკავშირებით ეროვნული კონსულტაციები გაიმართება ქ. გორში, ქ. ბათუმსა და ქ. თბილისში.
მიღებული მოსაზრებებისა და გამართული ეროვნული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება საქართველოს კანონი კლიმატის ცვლილების შესახებ.
გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები თეთრ წიგნში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით 2023 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით გააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@eiec.gov.ge
კლიმატის ცვლილების თეთრი წიგნი იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე და თეთრი წიგნების შესახებ საინფორმაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
ქ. გორში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაცია გაიმართება 5 დეკემბერს, 16:00 საათზე.
საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით: https://us02web.zoom.us/j/88390325523 Meeting ID: 883 9032 5523
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.