„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისს, სარკინიგზო სადგურ „ძირულასთან“ ახალი გვირაბის გახსნის ცერემონიაზე.

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 700 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება.

„იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, პორტებთან ერთად, ჩვენი სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს დამატებითი ტვირთის გატარების შესაძლებლობა. თავდაპირველი პროექტი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ტვირთგამტარიანობა მცირდებოდა 50%-ით. აღნიშნული პროექტით კი სამჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. ჩვენი ქვეყნის მთავარი პოტენციალი არის ადგილმდებარეობა, რომლის გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა სწორედ მსგავსი პროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს,“-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო

gvirabia gvirabia-1