მსოფლიოს ბავშვთა დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში მისი საქმიანობის 30 წლისთავს აღნიშნავს და ხაზს უსვამს საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების დაჩქარების და ჭეშმარიტად ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობას, სადაც დაცული იქნება ყველას უფლება.

ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები მთავრობიდან, პარლამენტიდან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბავშვები და ახალგაზრდები, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეაჯამა ბავშვებისთვის მიღწეული შედეგები და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი ბავშვი და ოჯახი აწყდება საქართველოში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იუნისეფის 30 წლისთავს საქართველოში და მადლობას ვუხდი ჩვენს სამთავრობო პარტნიორებს, განვითარების სააგენტოებს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სამი ათწლეულის განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

„რაც შეეხება მომავალს, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა, სადაც ყველას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეთნიკური უმცირესობების, ძნელად მისადგომ რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს, ექნებათ უფლება სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი.

ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ევროკავშირის კანდიდატობის მისაღწევად საჭირო ამოცანების შესასრულებლად.“

პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით გაეროს ბავშვთა ფონდმა სამი ათწლეულის განმავლობაში ხელი შეუწყო არსებით ცვლილებებს ბავშვების ცხოვრებაში.

განაგრძეთ კითხვა unicef საქართველოს ვებგვერდზე 

დაათვალიერეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები