ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა (WFD) გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების შესახებ პირველ მედია ბუთქემფს უმასპინძლა.
ბუთქემფი მიზნად ისახავდა მედიაში დასაქმებული პროფესიონალების უზრუნველყოფას შესაბამისი ცოდნითა და ინსტრუმენტებით და მასში მონაწილეობას იღებდა 15-მდე სხვადასხვა მედია ორგანიზაციის, მათ შორის – „ჩემი ხარაგაულის“ წარმომადგენელი. ორი დღის განმავლობაში, მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების შესახებ.
ინტერაქციული სესიების დროს მონაწილეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების ეფექტური გადმოცემისა და გაშუქების მექანიზმები, თხრობის ხელოვნება ვიზუალური ტექნიკის გამოყენებით, და ადგილობრივი გარემოსდაცვითი ნარატივების მნიშვნელობა.
გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ძირითადი ეკოლოგიური საკითხები, შეიძინონ შესაბამისი უნარ-ჩვევები, თუ როგორ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას მარტივად, მათთვის საინტერესო და გასაგებ ენაზე. როგორ დაუკავშირონ ექსტრემალური ამინდის მოვლენები კლიმატის ცვლილებას და შეინარჩუნონ უმაღლესი სტანდარტები გარემოსდაცვითი და კლიმატური მოვლენების საკითხების გაშუქებისას; განასხვავონ კლიმატის ცვლილების მოვლენები გავრცელებული დეზინფორმაციისგან; შექმნან სანდო და გადამოწმებულ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური მედია პროდუქტები.
ბუთქემფის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი მედია კონსულტანტები, დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით, მენტორობას უწევდნენ მონაწილეებს, უზრუნველყოფდნენ მყისიერ, ადგილზე გათვალისწინებულ კონსულტაციას მედია კონტენტისა და პროდუქტების იდეების, კონცეფციებისა და შემუშავების საკითხებზე.
ბუთქემფი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიმართა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.