22-28 ოქტომბერს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, გერმანიაში იმყოფებოდნენ.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების პროექტის ფარგლებში „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ განხორციელდა.
„გერმანიაში ფედერაციული რესპუბლიკის მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს გავეცანით; საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების, მათი ხარჯვისა და ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკები გაგვიზიარეს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – საინტერესო იყო ის, თუ როგორ ურთიერთობენ სახელისუფლებო შტოები ერთმანეთთან.
გერმანია ფედერალური მოწყობისაა და ე. წ. დამოუკიდებელი მიწებისგან შედგება. სულ ასეთი 16 სუბიექტია. თითოეულს დამოუკიდებელი მმართველობითი ფორმა, საკუთარი კონსტიტუცია, პარლამენტი და მთავრობა ჰყავს. ერთ-ერთი რგოლია თვითმმართველობები.
სპორტი, მაგალითად, ერთ მხარეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება, მეორე მხარეში – სხვა სამინისტროს. ასეთი განსხვავებულობის მიუხედავად, მხარეები და მუნიციპალიტეტები მძლავრადაა განვითარებული იმიტომ, რომ მუშაობს გამოთანაბრების კარგი პრინციპი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებშემოსავლიან მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან აფინანსებენ.
საყურადღებო იყო ის, რომ მუნიციპალიტეტებს შემოსავლები ბიზნესში წილობრივი მონაწილეობიდან აქვთ. აქ საუბარია ერთობლივ საწარმოებზე. ფრანკფურტში, მაგალითად, თვითმმართველობა აეროპორტის დამფუძნებელია და ამ გზით ადგილობრივ ბიუჯეტში საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებს.
აუდიტორული ზედამხედველობა ცენტრალიზებული არ არის. ყველა მხარეს თავისი აუდიტის სამსახური ჰყავს და ის მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანო არ არის. აუდიტის სამსახური გასცემს ისეთ ზუსტ, შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციებს, რომლებიც არსებულზე უმჯობესია.
საინტერესო იყო სასამართლო დავების პრაქტიკა თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
თვითმმართველობას თუ გაუჩნდა განცდა, რომ დაიჩაგრა და არ მისცეს საკმარისი თანხა ფედერალური ბიუჯეტიდან, ის საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ასეთი დავები ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის.
გერმანიაში კარგი ფინანსური მმართველობის შედეგია ის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ყველა მოსახლის საჭიროებამდე აღწევს.
ჩვენც საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე უნდა ვიფიქროთ. საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი ისეთი პროდუქცია უნდა შევქმნათ, რაც ღირებულია; მაგალითად, ენერგორესურსები. ხარაგაულში მცირე ჰესების მშენებლობის ათზე მეტი განაცხადია წარმოდგენილი.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საუკეთესო შესაძლებლობაა ჩხერიმელას ხეობის სოფლების გასაძლიერებლად; კონკრეტულად, ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტურისტული ნაკადების გაზრდის, კურორტ „ნუნისის“ განვითარებისა და ზვარეს მინერალური წყლის პოტენციალის ასათვისებლად.
ევროპაში აუთვისებელ რესურს ვერ ნახავთ. იქ ყველაფერს ფინანსურ ნაკადებად გარდაქმნიან, რაც ეკონომიკას აძლიერებს. ძლიერ ქვეყანაში კი დემოკრატიული პროცესები ადვილად ვითარდება, – გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეთა ჩართულობა იზრდება.
ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები გვეხმარებიან, მხარს გვიჭერენ, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. სულ ვისაუბრებთ, რომ გვჭირდება გაზრდილი ბიუჯეტი, მაგრამ ნაბიჯები თუ არ გადავდგით, არაფერი გამოვა. მთავარი გასაკეთებელი ჩვენზეა.
სიახლეების დანერგვას რეფორმები სჭირდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ დელეგაციაში იმყოფებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები ის პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ –
მთავრობის სამართლებრივი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი სალომე იობიძე, რეგიონალური განვითარების სამინისტროდან ნიკოლოზ როსეფაშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან გიორგი მამრიკიშვილი, ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ხოსრუაშვილი.
ევროკავშირის წევრობის სურვილი კონსტიტუციით გაცხადებულია. ევროკავშირისკენ მისწრაფება გვაძლევს შესაძლებლობას, უკვე გამოცდილი კარგი პრაქტიკები გავიზიაროთ და ჩვენ საჭიროებებს მოვარგოთ.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი