

30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამამ, რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის შესამოწმებლად მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, საჯარო შეხვედრები გამართა.
ღონისძიებები გაიმართა თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
დამსწრეებს გააცნეს მცენარეული ცხიმის გამოყენებით რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის პრობლემა და CSRDG-ის ინიციატივა რძის ნაწარმის შესამოწმებლად თანხების შესაგროვებლად.
ღონისძიებებს დაესწრნენ ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, საგანამანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, დაინტერესებული მოქალაქეები.
შემოგვიერთდი! ერთად შევებრძოლოთ ფალსიფიკაციას!
გადმორიცხე თანხა სურსათის ლაბორატორიული კვლევისათვის.
კამპანიას ახორციელებს momxmarebeli.ge – @CSRDG
მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!