4 ნოემბერს „ხარაგაულობა 2023“ ჩატარდება. ღონისძიებების განრიგი ასეთია:

  • 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე – სტუმრების მიღება ხარაგაულის შემოსასვლელთან, დევების მონუმენტის განახლებულ რეკრეაციული სივრცეში, ფოლკორულ ანსამბლ „ოდილასთან“ ერთად;
  • 12:30-13:00 სთ – ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი იზა ვეფხვაძის დოკუმენტური ფილმის „ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ ჩვენება;
  • 13:30 -14:30 სთ – ხარაგაულის კინოთეატრში ლიტერატურული თეატრი გამართავს რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლს „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“;
  • 15:00 – 15:20 სთ – ხარაგაულის მემორიალთან ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ კონცერტი;
  • 15:00 – 16:00 სთ – ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო ნობათის დეგუსტაცია-დაგემოვნება, რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა;
  • ძველი ხარაგაულის ფოტოების გამოფენა;
  • ხარაგაულელი ავტორების წიგნების გამოფენა;
  • პლენერ „გამას“ ნამუშევრების გამოფენა;
  • ხარაგაულზე შექმნილი წიგნების გამოფენა-გაყიდვა;
  • თეატრალური წარმოდგენა „შემოდგომის აზნაურები“;
  • კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყობა – საბავშვო გასართობი სივრცეები, ინოვაციების კუთხე – ლეგო – რობოტების კონსტრუქტირება, ტურიზმის კუთხე, სპორტული სივრცე – სასპორტო წრეების აქტივობები (მკალვჭიდი, ჭიდაობა, კარატე);
  • 16:00-16:30 სთ – კონცერტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით – „ხარაგაულის ხმები“, ანსამბლი „საუნჯე“, ხარაგაულის კვარტეტი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ხარაგაულის სამუსიკო სკოლა;
  • 16:30-17:00 სთ – საოპერო მომღერლების – მამუკა ლომიძის, ირინა ალექსიძის, ხათუნა ჭოხონელიძის,ლევან მაკარიძისა და არმაზ დარაშვილის კონცერტი;
  • 17:00-17:30 სთ – ხარაგაულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
  • 17:30 სთ – ანსამბლ „ფორტეს“ კონცერტი;
  • 19:00 სთ –  „ხარაგაულობა“ სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდება.