

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის გადაცემული შენობის (ყოფილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა) სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გურო“ აწარმოებს.
ამ შენობის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 104 949 ლარზე გამოცხადდა. აღნიშნულმა კომპანიამ ამ სამუშაოების ჩატარება 83 950 ლარად ივალდებულა.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 3 აგვისტოს ჩათვლით უნდა დასრულდეს.
როგორ მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაცია და როდის დასრულდება სამუშაოები, – ამ შეკითხვით სამუშაოთა მწარმოებელს ნიკო ფცქიალაძეს მივმართეთ.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია. კერძოდ, კედლებიდან ჩამოირეცხა ძველი ნალესი და გაილესა თავიდან. შენობაში იყო ხის იატაკი, ხოლო მის ქვეშ სიცარიელე. სიცარიელე ამოივსო და მიმდინარეობს იატაკზე მეტლახისა და ლამინატის დაგება. ნაწილობრივ შეიცვალა შუა გადახურვა. დამონტაჟდა შიგა და გარე კიბე. გარეთა კიბე გადაიხურება. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილი, აიგო შესასვლელი პანდუსი.
ამჟამად დარჩენილია მხოლოდ შეღებვითი სამუშაოები და ასევე დასაგებია იატაკი.
მისივე თქმით, შენობის სახურავი კარგ მდგომარეობაშია და შეცვლას არ საჭიროებს.
-ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე, დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება, – ამბობს ნიკო ფცქიალაძე.
თამთა გოგოლაძე
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ