ნიკო კეცხოველის პრემია – სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია. კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. კონკურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ თავად გახდებით მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი.
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ არის სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი.
ეკოკლუბები თავიანთ აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად გეგმავენ და ახორცილებენ. სწორედ ამგვარად, თითოეულ ეკოკლუბელს საკუთარი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შერჩეული მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში.
2023-2024 წლის საკონკურსო თემაა – იმოქმედე კლიმატისთვის.
შენც შეგიძლია იყო მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი. შეუერთდი კონკურსს დღესვე, იაქტიურე, მიიღე გამოცდილება და პრიზები.
დარეგისტრირდი აქ: http://forestry.ge/ge/registration
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები იხილეთ გზამკვლევში:
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – მწვანე კავკასია – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში ხარაგაულიდან ოთხი სკოლა გადავიდა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.