

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, ხარაგაულში 14-15 ოქტომბერს სამხატვრო პლენერი „გამა“ გაიმართა.
ამ პლენერში წელს 39 ხელოვანი ჩაერთო. მათგან 33 მხატვარი, 2 ფოტოხელოვანი, 3 საოპერო მომღერალი და ერთი კომპოზიტორი. ხელოვან სტუმრებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ოჯახებმა უმასპინძლეს. 33 მხატვრიდან სამი ხარაგაულელი მხატვარი გახლდათ – ზეინაბ ბუაჩიძე, რუსუდან ფოჩხუა და ნუგზარ ლაცაბიძე.
„წელს პლენერი „გამა“ მეშვიდედ ჩატარდა, – ამბობს ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე, – მხატვრები ერთი დღით ხარაგაულის სოფლებს სტუმრობენ და ფერწერულ ტილოებს ქმნიან, ხარაგაულის თემაზე. შემდეგ კი, ტრადიციულად, საკუთარ ნამუშევრებს ლიტერატურულ თეატრს ჩუქნიან.
შვიდი წლის განმავლობაში პლენერზე „გამა“ 183 ფერწერული ტილო შეიქმნა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!