დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) სამეუფეო წირვა უბისის ტაძარში აღავლინა.
წირვას მეზობელი ეპარქიებიდან მოსული სასულიერო პირები, მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მეუფეს გადაწყვეტილებით, უბისის მონასტრის კეთილმოწესე იღუმენი პაისი (კუკულაშვილი) აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
მეუფე მელქისედეკმა წირვის დასასრულს შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა:
„წმინდა გრიგოლ ხანძთელს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სულიერ აღორძინებაში, საქართველოში ბერ-მონაზვნობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. წარმოიდგინეთ, რა რთულ პერიოდში უწევდა მოღვაწეობა, – არაბებისგან დაპყრობილ ქვეყანაში, სადაც პარალიზებული იყო ყველაფერი.
წმინდა გრიგოლ ხანძთელი გამორჩეული იყო სულიერებითა და განათლებით. ის იყო ქართლის ერისთავის, ნერსეს ნათესავი და ფაქტობრივად, სამეფო კარზე იზრდებოდა. საუკეთესო განათლება მიიღო. სასულიერო პირად შედგომა რომ შესთავაზეს, თქვა – „პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. მან ძალიან კარგად იცოდა, რას ნიშნავს, იყო სასულიერო პირი; როდესაც მას მღვდელმთავრობას შესთავაზებენ, გაურბის ამ დიდ პასუხისმგებლობას, ამ უდიდეს პატივს და მიდის კლარჯეთში თავიანთი მოღვაწეობით გამორჩეულ სამ ბერ მეგობართან ერთად. ისინი, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებენ და ყველაფერს აკეთებენ ბერ-მონაზვნული ცხოვრების გასაძლიერებლად.
გიორგი მერჩულე მოგვითხრობს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, რომ დიდგვაროვანი შეძლებული ადამიანი, გაბრიელ დაფანჩული გრიგოლ ხანძთელს ეუბნება: „თქვენ გაქვთ სულიერება, ჩვენ გვაქვს ამქვეყნიური კეთილდღეობა და გავაერთიანოთ ეს ყველაფერი, ღვთის სადიდებლად“. ეს არის სასულიერო დასისა და საერო პირების ერთობა და მათი ქმედება სამაგალითოა.
დღეს ღმერთმა მოგვცეს ძალა იმისა, რომ ერი და ბერი გავერთიანდეთ, ღვთის სადიდებლად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის.
დღევანდელ საქართველოში უბისის ტაძარი წმინდა გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული ერთადერთი მოქმედი ტაძარია. აქედან, საქართველოს შუაგულიდან, დალოცოს წმინდა გრიგოლ ხანძთელმა სრულიად საქართველო და თითოეული წევრი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა; დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.